"გოგოს ოჯახი ასაკობრივმა სხვაობამ შოკში ჩააგდო და ავრორა რუსეთს გაარიდეს": მორიგი სკანდალი გრიგორი ლეპსის გარშემო
62 წლის გრიგორი ლეპსი ახალგაზრდა საცოლემ მიატოვა? გოგონა დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ამ სათაურით რუსული მედია სტატიას აქვეყნებს. 18 წლის ავრორა კიბა ლონდონის მოდის კოლეჯში ისწავლის, სადაც სწავლის ღირებულება წელიწადში დაახლოებით 20 ათასი დოლარია. ავრორამ დიზაინერის სპეციალობა აირჩია.
სოციალურ ქსელებში გოგონამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს ნივთებს გამგზავრებისთვის. ყველაფერი ერთ ჩემოდანში და პატარა ჩანთაში ჩაალაგა, შემდეგ კი ლიფტში სელფი გადაიღო ბარგთან ერთად.
ფოტოზე ჩანს, რომ კიბას არათითზე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი უკეთია, რომელიც ლეპსმა ნიშნობისთვის აჩუქა. მაისში გრიგორიმ ავრორას ცნობილი სამკაულების ბრენდის Graff-ის სამკაული გადასცა. ბეჭდის ღირებულება იუველირებმა 30 ათას დოლარად შეაფასეს. გააგრძელეთ კითხვა