ჰოლივუდური სკანდალი - დანაშაულები და დახურული წვეულებები, რომელთა სტუმრები ცნობილი ვარსკვლავები იყვნენ - P. Diddy-ს საქმე
რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ცნობილი რეპერის Sean Diddy-ს (P. Diddy) ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ტრეფიკინგის, ძალადობის, გავლენის ბოროტად გამოყენების ბრალდებითაა დაკავებული.
უცხოურ მედიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი რეპერის „თეთრი წვეულებების“ შესახებ, რომლის სტუმრები ისეთი ცნობილი ადამიანები იყვნენ, როგორიცაა ჯენიფერ ლოპესი, ლეონარდო დიკაპრიო, ბიონსე, პერის ჰილტონი და სხვა ვარსკვლავები.
სკანდალის ფონზე მედიაში გავრცელდა შონ კომბსის გლამურული საღამოების ფოტოები, სადაც თეთრ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავები პოზირებენ. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი ჯენიფერ ლოპესმა მიიქცია, რომელსაც რეპერთან 1999-2001 წლებში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ჟურნალისტებმა ცნობილ სტუმრებსა და რეპერის დანაშაულებრივ ქმედებებს შორის ღია კავშირი ჯერ ვერ აღმოაჩინეს, თუმცა როგორც ცნობილია, ერთ-ერთი წვეულებიდან გავრცელებულ ფოტოში ჩანს, როგორ წევს მაგიდაზე შიშველი ქალი, მაგიდა სტუმრებისთვისაა გაშლილი და ისინი სწორედ ამ მაგიდიდან მიირთმევდნენ ტკბილეულსა და სასმელს....
რეპერის დაკავება
ნიუ-იორკის პოლიციამ ცნობილი რეპერი 17 სექტემბერს დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები იმ სასტუმროში შეიჭრნენ, სადაც P Diddy იყო გაჩერებული. მას სექსუალურ ტრეფიკინგში, ძალადობასა და ხალხის პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებები წაუყენეს.
გამოცემა Forbes-ის ცნობით: „მუსიკოსი ძალადობდა, ემუქრებოდა და აიძულებდა ქალებს და უახლოესი გარემოცვის წევრებს, დაეკმაყოფილებიათ მისი სექსუალური სურვილები, დაეცვათ მისი რეპუტაცია და დაეფარათ სამხილები, რომლებიც უკანონო ქმედებებს დაამტკიცებდა“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რეპერს უკავშირებენ ერთ-ერთი მუსიკოსის მანქანის აფეთქებასაც. თითქოს ის ეჭვიანობდა, რომ მის ყოფილ პარტნიორს კესის (კასანდრა ვენტურას) სხვა რეპერთან ჰქონდა ურთიერთობა. შემთხვევა 2012 წელს მოხდა.
ტელეკომპანია CNN-მა მაისში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ ესხმის თავს რეპერი კასანდრა ვენტურას. ვიდეოში ჩანს, როგორ მიათრევს იატაკზე დაგდებულ ქალს P Diddy. როგორც ცნობილია, ვიდეო 2016 წლით თარიღდება.
2023 წლის ნოემბერში სასამართლო პროცესზე კასანდრამ ყოფილი პარტნიორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. როგორც ქალმა აღნიშნა, 10-წლიანი თანაცხოვრებისას რეპერი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, სასტიკად სცემდა და სხვა მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. ამ ყველაფერს კი ის კამერით იღებდა.
აღსანიშნავია, რომ კასანდრას სარჩელის შემდეგ, სასამართლოს სხვა პირებმაც მიმართეს. ჯონ დიკერსონ-ნილი ამტკიცებდა, რომ 1991 წელს რეპერმა მას ნარკოტიკი მიაღებინა, გააუპატიურა და ეს ყველაფერი კამერით გადაიღო. მოგვიანებით რეპერს ბრალი დასდეს 17 წლის გოგონას ჯფუგურად გაუპატიურებასა და ტრეფიკინგში.
რეპერის თეთრი წვეულებები
მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ცნობილი ვარსკვლავი დააკავეს, უცხოური მედია აქტიურად ალაპარაკდა რეპერის ცნობილ წვეულებებზე, რომლის დრესკოდი თეთრი სამოსი გახლდათ.
მოგვიანებით, თავად ცნობილი პირები აკეთებდნენ მცირე კომენტარს ამ წვეუნებების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ბრჭყვიალა სამოსებისა და მხიარული შეკრებების მიღმა დანაშაული იმალებოდა...
მომღერალმა აშერმა, რომელიც წლების წინ P Diddy-სთან ერთად ცხოვრობდა და მის მეგობრად ითვლებოდა, ჰოვარდ სტერნთან შოუში აღნიშნა:
„იქ იმისთვის წავედი, რომ მაინტერესებდა ცხოვრების სტილი, თუმცა არ ვიცი გავიგებ თუ არა იმას, რაც იქ ვნახე, ეს სიგიჟე იყო.“ ჟურნალისტის კითხვაზე, გაუშვებს თუ არა ის თავის შვილს ასეთ წვეულებაზე, აშერმა უპასუხა: "Hell no."
ცნობილი რეპერი Jay-Z კი P Diddy-ს კარგა ხანია იცნობს, ის ითვლებოდა მის ბიზნეს პარტნიორადაც
რეპერის ახლო მეგობრებად ითვლებოდნენ კარდაშიანებიც. დები კარდაშიანები P Diddy-ის წვეულების განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ. ქლოი კარდაშიანი მათი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში დას, კორტნის რეპერის წვეულების შესახებ უამბობდა:
„დილის 5:30 საათზე ჩავჯექი თვითმფრინავში და წავედი, წვეულებაზე ადამიანთა ნაწილი შიშველი იყო. ვფიქრობ, შენ მოგეწონებოდა“. როგორც ცნობილია A-list-ში, იმ ადამიანთა რიცხვში, ვისაც წვეულებაზე იწვევდნენ, იყო თინეიჯერი ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერიც.
მას შემდეგ, რაც P Diddy დააკავეს, საზოგადოება ღიად ალაპარაკდა, რომ ჯასტინ ბიბერის პრობლემები ნაწილობრივ სწორედ შონ კომბს უკავშირდება. საზოგადოებისთვის ცნობილია ვიდეო, როცა ჯერ კიდევ 15 წლის არასრულწლოვან მომღერალს ჯასტინ ბიბერს რეპერი ეუბნება, რომ მასთან ერთად დაუვიწყარ 48 საათს გაატარებინებს. იმ პერიოდში ბიბერი რეპერს ძალიან დაუახლოვდა, ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანდა რომ ბიბერი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ამბობენ, რომ ბიბერის ერთ-ერთი სიმღერა: Yammy, სწორედ იმ წვეულებების გაშარჟებაა, რომელსაც შონ კომბსი მართავდა
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომღერალ ჯასტინ ბიბერს წარსულში ალკოჰოლთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან დამოკიდებულების გამო პრობლემა ჰქონდა. ერთხელ მომღერალმა აღნიშნა, რომ წარსულში მას ტრავმები აქვს მიღებული, ძალიან ადრეულ ასაკში გასინჯა ალკოჰოლი და შოუ-ბიზნესში ჰყვავის პედოფილია…
უცხოური მედიის ცნობით, ცნობილი რეპერი და პროდიუსერი 50 Cent დააფინანსებს ფილმის გადაღებას, რომელიც დაკავებული რეპერის დანაშაულებებზე იქნება დაფუძნებული. როგორც ამბობენ, ფილმს Netflix გადაიღებს.
უახლესი ინფორმაციით, შონ კომბსმა ციხის საკვებზე უარი განაცხადა, რადგან მოწამვლის ეშინია. ამის შესახებ ინფორმაციას News Nation აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, არ გამორიცხავენ რომ რეპერის მოწამვლა იმ პირებმა განიზრახონ, ვინც ამ გახმაურებულ საქმეებშია ჩართული...