“ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" კიდევ ერთი მეთაური" - რა ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალები? - კვირის პალიტრა

“ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" კიდევ ერთი მეთაური" - რა ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალები?

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის დროს “ჰეზ­ბო­ლას“ კი­დევ ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ნა­ბილ კა­უ­კი და­ი­ღუ­პა. ის­რა­ე­ლის არ­მი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ კა­უ­კი იყო “ჰეზ­ბო­ლას“ უსაფრ­თხო­ე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­თა­უ­რი და დაჯგფე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი საბ­ჭოს უფ­რო­სი წევ­რი.

“კა­უ­კი პირ­და­პირ იყო ჩარ­თუ­ლი ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­სა და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში", - აცხა­დე­ბენ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში.

“ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი გა­აგ­რძე­ლებს ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჰეზ­ბო­ლას“ მე­თა­უ­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას და იმოქ­მე­დებს ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ემუქ­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იქამ­დე კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ლი­ბან­ში “ჰეზ­ბო­ლას” კი­დევ ათო­ბით ობი­ექტს შე­უ­ტი­ეს.

“ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­რა­ე­ლის თვითმფრი­ნავ­მა “ჰეზ­ბო­ლას“ ათო­ბით ტე­რო­რის­ტულ ობი­ექტს და­არ­ტყეს. გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დარ­ტყმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და “ჰეზ­ბო­ლას“ ასო­ბით ტე­რო­რის­ტულ სა­მიზ­ნე­ზე მთელს ლი­ბან­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ის­რა­ე­ლის არ­მი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, დარ­ტყმის სა­მიზ­ნე­ე­ბი მო­ი­ცავ­და გამ­შვებ პუნ­ქტებს, შე­ნო­ბებს, სა­დაც ია­რა­ღე­ბი ინა­ხე­ბო­და და ტე­რო­რის­ტულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

28 სექ­ტემ­ბერს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რი, ჰა­სან ნას­რა­ლა ბე­ი­რუთ­ში “ჰეზ­ბო­ლას“ მთა­ვა­რი შტა­ბის და­ბომბვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ასე­ვე, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ბე­ი­რუთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ჰა­ე­რო იე­რი­შებს დაჯ­გუ­ფე­ბის უფ­რო­სი მე­თა­უ­რი, ალი კა­რა­კიც ემსხვერ­პლა.

პა­რას­კევს ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ჰეზ­ბო­ლას საკ­ვან­ძო ობი­ექ­ტებ­ზე, მათ შო­რის ლი­დე­რე­ბის შტაბ-ბი­ნა­ზე, სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, სა­დაც, მათი თქმით, იმა­ლე­ბო­და დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, ჰა­სან ნას­რა­ლა. იხილეთ სრულად