"10 წლის იყო, როდესაც პირველად ნიჭიერთა ათწლედში მოვიდა" - რას წერს საბურთალოზე, ღამით მოკლული გიორგი საყურაშვილის პედაგოგი?
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პედაგოგი მერიკო ჟვანია, მის სტუდენტს, საბურთალოზე, ღამით მოკლულ გიორგი საყურაშვილს ემშვიდობება:
"ჩემი კეთილშობილი ,უნიჭიერესი გიორგი,ძალიან მოკრძალებული და გამორჩეულად თავაზიანი,თავი სიზმარში მგონია ,სიტყვებს თავს ვერ ვუყრი .არ ვიცი როგორ და რა დავწერო. 10 წლის იყო, როდესაც პირველად ნიჭიერთა ათწლედში მოვიდა ჩემთან კლასში. დღეს კი კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია. თავზარდამცემი, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. მშვიდად განისვენე ჩემო კეთილო და სიყვარულით აღსავსე ბიჭო .მთელი საღამო შენს ჩანაწერებს ვუსმენ, ვკითხულობ ყველა მესიჯს ,რომლის ყველა წინადადება უდიდესი სითბოთი და პატივისცემით არის გამოხატული. შენ მუდამ ჩემს გულში იქნები, ძალიან მომენატრები."