თბილისში ტურისტი დაიღუპა - "მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა" - კვირის პალიტრა

თბილისში ტურისტი დაიღუპა - "მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა"

თბილისში ტურისტი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ვიდეოს იღებდნენ.

გავრცელებული ცნობებით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"