როგორ მზადდება სულგუნი და "მოცარელა" საქართველოში - მოგზაურობა "დღის"  საწარმოში - კვირის პალიტრა

როგორ მზადდება სულგუნი და "მოცარელა" საქართველოში - მოგზაურობა "დღის"  საწარმოში

„კორიდას“ ხორცპროდუქტების საწარმოს სტუმრობის შემდეგ, დავინტერესდი, თუ როგორ მზადდება სულგუნი და იტალიური „მოცარელა“ საქართველოში. ამიტომ, „დღის“ საწარმოს მონახულება გადავწყვიტე.

„დღის“ – „ნიკორა ჯგუფის“ ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია, რომელიც რძის პროდუქტებს 2003 წლიდან აწარმოებს, მაგრამ ამავე სახელწოდებით, ქართულ ბაზარზე, რებრენდინგის შედეგად, 2017 წლიდან ფიგურირებს.

საწარმოში მზადდება „მოცარელა“, ტრადიციული სულგუნი, შებოლილი სულგუნი, სულგუნის ბურთები და შებოლილი სულგუნის ჩხირები, რომელიც სნექის სახით იყიდება და შესაფერისია ლუდთან.

როგორც გავარკვიე, რძის პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური, ბრაზილიური და ახალ ზელანდიური საუკეთესო ნედლეული. „მოცარელას“ და სულგუნის ნედლეული ოდნავ განსხვავებულია, როგორც მათი დამუშავების და ფორმირების პრინციპი.

როგორ მიმდინარეობს „მოცარელას“ დამზადების პროცესი „დღის“ საწარმოში

333-1727682960.jpg

მოცარელას სჭირდება შესაბამისი მომწიფებული ნედლეული, რაც ოდნავ განსხვავდება სულგუნის ნედლეულისგან.

პროცესი იწყება ნედლეულის პასტერიზაციით - გამოიყენება მაღალი ხარისხის ძროხის რძე, რომელიც გადის თერმულ დამუშავებას. „მოცარელას წარმოებას“ სჭირდება ოდნავ განსხვავებული ნედლეული, ვიდრე ტრადიციულ ქართულ სულგუნს. ეს განსხვავებები ნედლეულსა და დამუშავებაში მთავარ როლს თამაშობს ყველის გემოსა და ტექსტურის შექმნაში.

ecerc-1727683026.jpg

10 წელია, რაც "დღის“ საწარმო მოცარელას აწარმოებს. ეს არის პირველი ორაგნიზებული ქართული წარმოება და მისი დამზადების პროცესი არ ჩამოუვარდება იტალიურს, სტანდარტები იდენტურია.

qvv-1727683045.jpg

ნედლეულის მომზადების შემდეგ ხდება ყველის მასის პასტერიზაცია, დამუშავება და ფორმირება.

ppp-1727683097.jpg

საწარმოში იყენებენ იტალიურ დანადგარებს, იმ იდეალური კონსისტენციის მისაღწევად, რისთვისაც ჩვენ გვიყვარს მოცარელა.

34234-1727683117.jpg

მოცარელას გაცივებული მასა მუშავდება დაბალი კონცენტრაციის მარილწყალში, რაც ყველს აძლევს რბილ და დელიკატურ გემოს.

555-1727683187.jpg

შემდეგ, პროდუქტი ჰერმეტულად ილუქება სპეციალურ კონტეინერში და მომხმარებლამდე შეფუთულ მდგომარეობაში მიდის.

556-1727683209.jpg

სულგუნის მასა შედარებით მაგარი და ნაკლებად დამუშავებულია. პასტერიზაციის პროცესი ტექნოლოგის დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს.

558-1727683535.jpg

554-1727683616.jpg

553-1727683628.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ყველი მზადდება პასტერიზებული ძროხის რძისგან, მათი ფორმირების პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდება.

552-1727683597.jpg

„მოცარელას“ მომზადების სიმარტივისა და უნივერსალურობის გამო, მას იტალიურ სამზარეულოში მთავარი როლი უჭირავს და ევროპულ სამზარეულოშიც მყარად მოიკიდა ფეხი.

551-1727683581.jpg

ის ასევე მოთხოვნადია საქართველოშიც. „დღის“ სულგუნი „ნიკორას“ ქსელში, ყველაზე მოთხოვნადი ყველია.

R