"ოე, ჩანჩურ!.." - ვის მიმართავს ალეკო ელისაშვილი?!
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ჩანჩურა რაჟდენას მინდა მივმართო - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენა კუპრაშვილს: ოე, ჩანჩურ, გუშინ ბექა ყორშიამ პირდაპირ ეთერში მოაყოლა ნაძირლებს და მექრთამეებს საკუთარი კორუფციული სქემების შესახებ. პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცეს ტიპებმა.
ჰოდა, შენც იმათსავით ვანდალურ-ნიმესილურო ფარჩაკო წადი და გამოიძიე ეგ ფაქტები. აბა, ჰე დატრიალდი ეხლა შენებურად, აუტეხე კრამიტებს ლაწალუწი. და ისე კიდე - შვილიშვილები როგორ დაიფიცა იმ ძაღლიშვილმა იმან. თფუ, შე ნაძირალა შენა. მარა რა მიკვირს ზუსტად ეგაა ამ ჩაძონძილი ოცნების სახე! უნდა გავყაროთ ეს სამარცხვინოები 26 ოქტომბერს!", - წერს ელისაშვილი.