შორენა ბეგაშვილი და მისი რჩეული მილიონერი ბიზნესმენი - მსახიობი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს
შორენა ბეგაშვილის მორიგი არდადეგები ცნობილ ბიზნესმენთან ერთად - მსახიობი საყვარელ მამაკაცთან საჯაროდ გამოჩენას უკვე აღარ ერიდება
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის საყვარელ მამაკაცთან გადაღებული კადრები გავრცელდა, მსახიობი აღარ ერიდება მის გამოჩენას. ჩვენ ჯერ კიდევ ზაფხულში ვწერდით, რომ ბეგაშვილის რჩეული მილიონერი ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელიც მასზე 23 წლით უფროსია.
თუმცა დიდი ხანია, რაც შორენა მედიასთან არ კონტაქტობს და ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. ის იშვიათად აქვეყნებდა მამაკაცის ფოტოს, სადაც მისი მხოლოდ ხელი ან სილუეტი ჩანდა. ამჯერად 65 წლის ქართველი ბიზნესმენს ბეგაშვილი აღარ მალავს. საერთო კადრის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ შორენამ რამდენიმე ფოტო სტამბოლის აეროპორტიდან გამოაქვეყნა. სურათებს მამუკა ურუშაძე უღებს, თუმცა სარკეში თავადაც ჩანს. წყვილი ამჯერადაც სამოგზაუროდ მიდის.