შოკი! - P. Diddy: სექსი, სისხლი და ნარკოტიკები - ყველაფერი ჰოლივუდელი მონსტრის შესახებ, რომელმაც ამერიკა თავდაყირა დააყენა - კვირის პალიტრა

შოკი! - P. Diddy: სექსი, სისხლი და ნარკოტიკები - ყველაფერი ჰოლივუდელი მონსტრის შესახებ, რომელმაც ამერიკა თავდაყირა დააყენა

ბოლო დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ჰოლივუდში გახმაურებულმა დაკავებამ მიიპყრო. როგორც აღმოჩნდა, მდიდრული ცხოვრებისა და ბრჭყვიალა საღამოების უკან საკმაოდ ბინძური და კრიმინალური დანაშაულებები იმალება...

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერი - შონ კობსი, იგივე ფი დიდი (P. Diddy) 16 სექტემბერს დააკავეს. ის ტრე­ფი­კინ­გის, ძა­ლა­დო­ბის, გავ­ლე­ნის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ცნობილ რეპერს ყოფილმა პარტნიორმა კესი ვენტურამ ძალადობის გამო სასამართლოში უჩივლა. გავრცელებული ინფორმაციით, კესიმ საჩივარი უკან გამოიტანა, თუმცა CNN-მა გამოაქვეყნა კადრი, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს რეპერი ქალზე.

screenshot-2024-09-30-125438-1727686509.png
REUTERS

გამოცემა Forbes-ის ცნობით: „მუსიკოსი ძალადობდა, ემუქრებოდა და აიძულებდა ქალებს და უახლოესი გარემოცვის წევრებს, დაეკმაყოფილებიათ მისი სექსუალური სურვილები, დაეცვათ მისი რეპუტაცია და დაეფარათ სამხილები, რომლებიც უკანონო ქმედებებს დაამტკიცებდა“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რეპერს უკავშირებენ ერთ-ერთი მუსიკოსის მანქანის აფეთქებასაც. თითქოს ის ეჭვიანობდა, რომ მის ყოფილ პარტნიორს - კესის (კასანდრა ვენტურას) სხვა რეპერთან ჰქონდა ურთიერთობა. შემთხვევა 2012 წელს მოხდა.

screenshot-2024-09-30-125701-1727686645.png
კესი ვენტურასთან ერთად

როგორც ვენტურამ აღნიშნა, 10-წლიანი თანაცხოვრებისას რეპერი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, სასტიკად სცემდა და სხვა მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. ამ ყველაფერს კი ის კამერით იღებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შონ კომბსის ცხოვრების წესზე ვრცელი წიგნი დაწერა ფი დიდის ყოფილმა ცოლმა კიმ პორტერმა, სადაც დანაშაულებებში მონაწილე პირთა სახელებიც კი არის ნახსენები.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოსაზრებას გამოეხმაურნენ კიმ პორტერის შვილები, რომლებმაც წიგნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდეს:

"იმის მტკიცება, თითქოს დედამ წიგნი დაწერა, უბრალოდ ტყუილია. ეს მას არ გაუკეთებია და ნებისმიერი პირი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, იტყუება. ნებისმიერი ასეთი ე.წ. მეგობარი, რომელიც დედაჩვენის ან ჩვენი ოჯახის სახელით საუბრობს, სინამდვილეში ჩვენი მეგობარი არ არის", - ნათქვამია კიმ პორტერის შვილების განცხადებაში რომელიც მათ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.

screenshot-2024-09-30-125240-1727686385.png
legion-media

ყოფილი პარტნიორის საჩივრის გარდა, რეპერის საქმეში არის ე.წ. თეთრი წვეულებების საქმეც. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ წლების განმავლობაში მუსიკოსი ყოველ წელს აწყობდა გრანდიოზულ წვებულებებს, დრესკოდი კი თეთრი სამოსი გახლდათ. White party-ზე ყველა ცნობილ ადამიანს იწვევდნენ, მათ შორის - მსახიობებს, პოლიტიკოსებს, ღონისძიებას დასწრებიან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც, თუმცა... ოფიციალური წვეულების შემდეგ იწყებოდა დახურული ღონისძიება, სადაც, როგორც ამბობენ, ძალადობნენ ქალებზე და არასრულწლოვნებზე. მათ ნარკოტიკულ საშუალებებს უნებართვოდ აღებინებდნენ, სექსუალურ ქმედებებს ახორციელებდნენ და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ყველაფერს რეპერი ფარულად იღებდა კიდეც.

მედიაში გამოქვეყნდა ე.წ. A-list-ი, სადაც წვეულებაზე მყოფი ცნობილი ადამიანების სახელებია, თუმცა კომბსის დანაშაულსა და ამ სიაში მყოფ ადამიანებს შორის კავშირი ჯერ სამართალდამცავებს არ დაუდგენიათ.

screenshot-2024-09-28-170719-1727532927.png

რეპერის გახმაურებული ამბის შემდეგ სოციალურ ქსელში უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება... წერდნენ, რომ ცნობილი რეპერი ჯეი-ზი, რომელიც კომბსის დიდი ხნის მეგობარია, ამ საქმიანობაში იყო ჩართული და სულ მცირე - იცოდა მეგობრის კრიმინალური ქმედებების შესახებ. წერდნენ, თითქოს, სამართალდამცავებმა ის დააკავეს, თუმცა „ინსტაგრამზე“ მალე გამოქვეყნდა ბიონსესა და ჯეი-ზის ფოტოები პარიზიდან...

ამბობდნენ იმასაც, რომ ცნობილი რეპერის 2-pac-ის გარდაცვალება და პოპის მეფის - მაიკლ ჯექსონის სკანდალიც P. Diddy-ს უკავშირდება, მაგრამ ამ დრომდე ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია და ამაზე სამართალდამცავებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

პი დიდის სავარაუდო მსხვერპლთა შორის მომღერალი ჯასტინ ბიბერიც აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის ასაკში ბიბერმა რეპერის ერთ-ერთ წვეულებაში მიიღო მონაწილეობა.

screenshot-2024-09-28-173332-1727531338.png

სოციალურ ქსელში გავრცელბდა ბიბერისა და პი დიდის ცნობილი ვიდეოც, სადაც ის არასრულწლოვან ბიბერს ეუბნება, რომ მასთან ერთად დაუვიწყარ 48 საათს გაატარებს. იმ პერიოდში ბიბერი რეპერს ძალიან დაუახლოვდა, ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ ბიბერი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ამ პერიოდში ბიბერის პროდიუსერი მომღერალი აშერი გახლდათ, რომელიც პი დიდის მეგობრად ითვლებოდა. ამბობენ, რომ მან არასრულწლოვანი ბიბერი რეპერს 48 საათით მიჰყიდა...

გამოცემა dailymail-ის წყაროს ცნობით, ჯასტინ ბიბერი ახლახან მამა გახდა და მას არ სურს ამ სტრესულ საკითხებზე და პი დიდისთან ურთიერთობაზე საუბარი.

„ჯასტინი ფიქრობს, რომ ის ვერავის დაელაპარაკება ამ თემებზე და ვერავინ გაუგებს, სიმართლე გითხრათ, მას თავადაც არ ესმის ეს ყველაფერი ბოლომდე, რადგან ბავშვი იყო“ , - როგორც წყარო ამბობს, ეს ყველაფერი იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ბიბერი ცდილობს, კარგი მშობელი იყოს.

„ჯასტინი ახლა სტრესშია, მას ვაჟი ჰყავს და ცდილობს, კარგი მამა იყოს“.

აღსანიშნავია, რომ 54 წლის დაკავებულ რეპერს მო­სა­მარ­თლემ ყვე­ლა­ნა­ი­რი გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი უთხრა.

რეპერის გახმაურებულ საქმეზე უცხოურ გამოცემასთან ისაუბრა არი­ელ მიტ­ჩელ-კი­დიმ, რომელიც ერთ-ერთი მბრალდებლის ადვოკატია.

ადვოკატმა News Nation-თან გა­ნა­ცხა­და, რომ პირი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ სახელ­დე­ბა, მას პა­რას­კევს "დი­დის ერთ-ერთი ფი­რის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით" და­უ­კავ­შირ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, პირი, რო­მე­ლიც ამ ფი­რის გა­ყიდ­ვას ცდი­ლობს, ამ­ტკი­ცებს, რომ “პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ვი­დე­ო­ში ჩანს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი წრის პი­როვ­ნე­ბა.“

“ეს მოხ­და მის სახ­ლში, ატ­ლან­ტა­ში და რო­გორც ჩანს, ამ ადა­მი­ან­მა იცის, რომ ვი­დე­ო­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, - თქვა არი­ელ­მა.

screenshot-2024-09-30-125540-1727686568.png

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილი მოდელი ნაომი კემპბელი პი დიდის უახლოესი მეგობარი გახლდათ და მის წვეულებებშიც VIP სტუმრად ითვლებოდა. დაზუსტებით არავინ იცის, დაემთხვა თუ არა რეპერის სკანდალს ეს ამბავი, მაგრამ BBC-ის ცნობით, ნაომი კემპბელს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აეკრძალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სუპერმოდელის საქველმოქმედო ორგანიზაციაში ფინანსური გადაცდომები იყო. თანხები არასათანადოდ იხარჯებოდა, მათ შორის - ძვირად ღირებულ სასტუმროს ნომრებზე და სპა-პროცედუროებზე.

"ახლა შევიტყვე ამ აღმოჩენების შესახებ და ძალიან შეშფოთებული ვარ", - აღნიშნა კომენტარში მოდელმა.

უახლესი ინფორმაციით, შონ კომბსმა ციხის საკვებზე უარი განაცხადა, რადგან მოწამვლის ეშინია. ამის შესახებ ინფორმაციას News Nation აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, არ გამორიცხავენ რომ რეპერის მოწამვლა იმ პირებმა განიზრახონ, ვინც ამ გახმაურებულ საქმეებშია ჩართული...