"ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა... მარის ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ..." - ახალი დეტალები თელაველი "ტიკტოკერის" დაღუპვაზე
ცნობილი თელაველი ტიკტოკერი მარი ომანაშვილი 33 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მარის, როგორც თელავში, ასევე მთელ საქართველოში, სოციალური ქსელების წყალობით, კარგად იცნობდნენ.
ის საზოგადოებას წლების წინ თელაველმა ქველმოქმედმა დინა ნაწიფაშვილმა გააცნო. ქალს, რომელსაც ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, დინას ძალისხმევით, პატარა სახლი-კონტეინერი დაუდგეს. დინა და მარი ხშირად წერდნენ ერთად ვიდეოებს. მარი სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად უყვარდათ.
ინფორმაცია მარის გარდაცვალების შესახებ ორი საათის წინ გავრცელდა.
"მეგობრებო, მარიმ დაგვტოვა. ვერ ვაზროვნებმ ძალიან ცუდად ვარ. რა გავაკეთო, მომხედეთ, გთხოვთ. რეფერელარულში ვარ, აქ ჰყავთ მარი. ვის მივაკითხო, არ ვიცი. მანქანას გაუტანია“, - დაწერა დინამ სოციალურ ქსელში.
რა მოხდა თელავში, როგორ გარდაიცვალა 33 წლის მარი ომანაშვილი, ამის თაობაზე დინა გვესუბრება:
- ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. მომწერეს და მითხრეს, რომ მარი ავარიაში მოჰყვა. ზოგი მწერდა, - ნუ ნერვიულობ, კარგად იქნებაო, მაგრამ რეფერალურში გარდაიცვალა. ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა. არ ვიცი, დაკავებულია თუ არა მძღოლი, არანაირი დეტალი არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ.
- დინა, მარის ბოლოს როდის ესაუბრეთ?
- გუშინ, ალავერდობას. დღეს აღარ შემხმიანებია. საზოგადოებამ იცის, რომ მარის ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ... გააგრძელეთ კითხვა