ირანის საგარეო უწყება - ისრაელი დაუსჯელი არ დარჩება - ჩვენ ცარიელ დაპირებებს არ გავცემთ - კვირის პალიტრა

ირანის საგარეო უწყება - ისრაელი დაუსჯელი არ დარჩება - ჩვენ ცარიელ დაპირებებს არ გავცემთ

ჩვენ არ გავცემთ ცარიელ დაპირებებს. პრაქტიკაში ვაჩვენეთ, რომ მტკიცედ ვუპირისპირდებით აგრესორებს, რომელთა მიზანი ირანის ეროვნული უსაფრთხოების დარღვევაა და ჩვენი პასუხი მათთვის სამწუხარო იქნება, - ამის შესახებ ირანის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანი ისრაელის არცერთ აგრესიულ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს.

„ირანი უპასუხოდ არ დატოვებს სიონისტური რეჟიმის არცერთ აგრესიულ ქმედებას, რომლის სამიზნე ირანის ინტერესებია. ეს რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება ჩადენილი დანაშაულებისთვის და საპასუხოდ ირანი შესაბამის ზომებს მიიღებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

IPN