ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო - რა ინფორმაციას ავრცელებს "ქართული ოცნების" პრესსამსახური?
“ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის [ირაკლი კობახიძე] ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
„თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს”, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"