"გადავამოწმეთ საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და..." - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო ქეთევან გორჯესტანზე? - კვირის პალიტრა

"გადავამოწმეთ საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და..." - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო ქეთევან გორჯესტანზე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი, ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე დგას საფ­რან­გეთ­ში და რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს საფ­რან­გე­თი, რის გა­მოც ვერ მოხ­ვდა ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში, თუმ­ცა მისი მო­ნა­ცე­მე­ბი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სი­ა­ში და ის შეძ­ლებს 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ხმა მის­ცეს პა­რიზ­ში გახ­სნილ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. ამის შე­სა­ხებ ცეს­კო-ს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ცეს­კო მო­უ­წო­დებს ამომ­რჩე­ველს, დრო­უ­ლად გა­და­ა­მოწ­მონ მო­ნა­ცე­მე­ბი და უზუს­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ ცეს­კო-ს."მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ გა­და­ა­მოწ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც დად­გინ­და, რომ ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე დგას საფ­რან­გეთ­ში და ასე­ვე რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლად (სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლად) მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს საფ­რან­გე­თი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ვერ მოხ­ვდა ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში, თუმ­ცა მისი მო­ნა­ცე­მე­ბი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სი­ა­ში და ის შეძ­ლებს 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ხმა მის­ცეს საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ქა­ლაქ პა­რიზ­ში გახ­სნილ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე.

აქვე მივ­მარ­თავთ ამომ­რჩევ­ლებს, დრო­უ­ლად გა­და­ა­მოწ­მონ მო­ნა­ცე­მე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში და უზუს­ტო­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს მათ­თვის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლი და ძმის­შვი­ლე­ბი არ არი­ან.