"მინდოდა ჩემს ოჯახში ერთად გვეზეიმა UFC ქამრის მოგება, მაგრამ..." - რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მერაბ დვალიშვილი?
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მოგესალმებით მეგობრებო. 1-ლ ოქტომბერს 12:00 საათზე მოვდივარ ჩემს მშობლიურ ვანში.
მინდოდა ჩემს ოჯახში ერთად გვეზეიმა UFC ქამრის მოგება, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო ამჯერად ეს ვერ მოხერხდება. მცირე დროით გულშემატკივარს შევხვდები სოფელ სულორის ცენტრში".