რუსებმა ხერსონში უბედურება დაატრიალეს - დაიბომბა ბაზარი და ავტობუსის გაჩერება, არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

რუსებმა ხერსონში უბედურება დაატრიალეს - დაიბომბა ბაზარი და ავტობუსის გაჩერება, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასა და ერთ-ერთ ბაზარს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალურ პროკურატურასა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, რუსები ხერსონის ცენტრი არტილერიით დაახლოებით დილის 9:00 საათზე დაბომბეს. დარტყმა ადგილობრივი ბაზრისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ტერიტორიაზე განხორციელდა.

გავცელებული ინფორმაციით, ექვსი დაშავებულიდან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"