"აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ" - რას პროგნოზირებს რუსი მაღალჩინოსანი?! - კვირის პალიტრა

"აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ" - რას პროგნოზირებს რუსი მაღალჩინოსანი?!

აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის არჩევნების ფონზე განსაკუთრებული ილუზია არ უნდა არსებობდეს, თუ ორპარტიულ ანტირუსულ კონსენსუსს გავითვალისწინებთ, რომელიც აშშ-ში არსებობს. ჩვენ ამ ქვეყანასთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ. ამისთვის ყველა გაგებით მზად ვართ“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყველა გამაფრთხილებელ სიგნალს გზავნის, რათა აშშ-ის მიერ რუსეთის გადაწყვეტილების არასწორად შეფასება არ მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"