ვინ არიან გურიაში მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდები? - კვირის პალიტრა

ვინ არიან გურიაში მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდები?

ჩო­ხა­ტა­უ­რი-ოზურ­გე­თის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა და ორი მძი­მედ და­შავ­და.

შემ­თხვე­ვა ცოტა ხნის წინ მოხ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. და­ღუ­პუ­ლე­ბი ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან არი­ან. "ჩო­ხა­ტა­უ­რი... უმ­ძი­მეს ავა­რი­ას ჩო­ხა­ტა­უ­რე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, 1 კი და­შა­ვე­ბუ­ლია. ერთი და­ღუ­პუ­ლი ჩემი მე­გობ­რის ძმაა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ჩემ­თა­ნაც არი­ან ოჯახ­ში ნამ­ყო­ფი, ჩემს ძმას­თან მე­გობ­რობ­დნენ... ვუ­სამ­ძიმ­რებ ჩემს ჩო­ხა­ტა­ურს უდი­დეს ტრა­გე­დი­ას.... რა უნდა ვუ­თხრა მათ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს ... გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ..." - წერს და­წე­რა ბლო­გერ­მა გი­ვი­კო დი­დი­ამ.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლიც არის, გი­ორ­გი ხა­ჯი­ბე­გო­ვი, რო­მე­ლიც ჩო­ხა­ტა­უ­რის სო­ფელ ვან­ზომ­ლე­თი­დან იყო. ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლია გოგა მე­ფა­რიშ­ვი­ლი. მას მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა. ის სო­ფელ გო­რა­ში ცხოვ­რობ­და. იხილეთ სრულად