არსებული ინფორმაციით, სამხატვრო აკადემიის აივნიდან გოგო გადავარდა და დაიღუპა. როგორც თვითმხილველი palitravideo-ს უყვება, აკადემიაში welcome party მიმდინარეობდა. "საშინელი ტრაგედია მოხდა სამხატვრო აკადემიაში რამდენიმე საათის წინ... ეზოში ისხდნენ და უცებ ატყდა ამბავი. გოგონა მე-2 სართულის აივნიდან გადავარდნილა. სასწარფო 5 წუთში მისულა, ცოცხალი იყო, თუმცა კლინიკაში მისვლამდე გარდაიცვალა," - უყვება წყარო palitravideo-ს. როგორც palitravideo-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.