რას ამბობს ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის პროექტზე - "ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის.." - კვირის პალიტრა

რას ამბობს ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის პროექტზე - "ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის.."

თუ ჩინური კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში, ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტიციების კუთხით საქართველოს მიმზიდველობას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

როგორც ელჩი აღნიშნავს, გრძელვადიან პერსპექტივაში ანაკლიის პორტმა შესაძლოა, საქართველოში ლოჯისტიკური ინდუსტრიის განვითარებას შეუწყოს ხელი და ტურიზმის შემდეგ, ქვეყანაში მეორე ეკონომიკურ საყრდენად აქციოს.

„ანაკლიის პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის, საქართველოსა და ზოგადად შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ არსებული ქვეყნებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ პორტს ევრაზიის რეგიონში წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობის გაუმჯობესება შეუძლია", - აცხადებს ელჩი

განაგრძე კითხვა