3 საშემოდგომო ფესტივალი, რომელიც არ უნდა გამოტოვო - კვირის პალიტრა

3 საშემოდგომო ფესტივალი, რომელიც არ უნდა გამოტოვო

შე­მოდ­გო­მა ულა­მა­ზე­სი დროა, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ანი­ჭებს. ის სავ­სეა ფე­რე­ბით, სიმ­ყუდ­რო­ვი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით, ამი­ტო­მა­ცაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის.

ამ სე­ზო­ნის სი­ლა­მა­ზე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა არა მხო­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში, არა­მედ იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვან ფეს­ტი­ვა­ლებ­შიც, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბა. თუ გიყ­ვართ ახა­ლი კულ­ტუ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა, გარ­თო­ბა და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი - ეს სა­შე­მოდ­გო­მო ფეს­ტი­ვა­ლე­ბი არ უნდა გა­მო­ტო­ვოთ:

1. Oktoberfest — მი­უნ­ხე­ნი, გერ­მა­ნია

wine9-50075-1727866699.jpg

Oktoberfest (ოქ­ტო­ბერ­ფეს­ტი) მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­შე­მოდ­გო­მო ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა მი­უნ­ხენ­ში. ეს ტრა­დი­ცი­უ­ლი ბა­ვა­რი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი სექ­ტემ­ბერ­ში იწყე­ბა და ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, გა­სარ­თო­ბად, ბა­ვა­რი­უ­ლი ლუ­დი­სა და კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად.

wine10-50101-1727866724.jpg

ფეს­ტი­ვა­ლი ცნო­ბი­ლია ლუ­დის უხვი რა­ო­დე­ნო­ბით, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ლუდ­სა­ხარ­შებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის მზად­დე­ბა. აქვე შე­გიძ­ლი­ათ გა­სინ­ჯოთ ბა­ვა­რი­უ­ლი კერ­ძე­ბი: პრეტ­ცე­ლე­ბი, ძეხ­ვე­უ­ლი და ხორ­ცის სხვა­დას­ხვა კერ­ძე­ბი. ასე­ვე, ფეს­ტი­ვა­ლის პე­რი­ოდ­ში იმარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ბა­ვა­რი­უ­ლი ცეკ­ვე­ბი და მუ­სი­კა, რაც მნახ­ვე­ლებს და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უქ­მნის.

2024 წელს, „ოქ­ტო­ბერ­ფეს­ტი“ 21 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო და 6 ოქ­ტომ­ბერს დას­რულ­დე­ბა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უამ­რა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი მი­ი­ღებს, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ულ ბა­ვა­რი­ულ მუ­სი­კას ას­რუ­ლე­ბენ. გა­ი­მარ­თე­ბა სა­ცეკ­ვაო და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, თა­მა­შე­ბი და აღ­ლუ­მე­ბი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ატ­მოს­ფე­როს შექ­მნის ყვე­ლა ასა­კის სტუმ­რის­თვის.

wine7-50181-1727866778.jpg

ტრა­დი­ცი­ე­ბი და ის­ტო­რია: Oktoberfest-ის ის­ტო­რია იწყე­ბა 1810 წლი­დან, რო­დე­საც მი­უნ­ხენ­ში პირ­ვე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ბა­ვა­რი­ის კრონპ­რინც ლუდ­ვი­გი­სა და ტე­რე­ზა საქ­სო­ნი­ას ქორ­წი­ნე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ, ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა და ბა­ვა­რი­უ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა.

2. ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი

wine1-50252-1727866824.jpg

ყო­ველ შე­მოდ­გო­მა­ზე, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა. ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა წელს უკვე მე­ექ­ვსედ უმას­პინ­ძლებს სტუმ­რებს. ეს ფეს­ტი­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კულ­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვი­საა. უამ­რავ სტუ­მარს შო­რის ბევ­რი ტუ­რის­ტია, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ეც­ნო­ბი­ან.

win3-50209-1727866844.jpg

ღო­ნის­ძი­ე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­ოპ­რო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი და პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი სა­კუ­თარ პრო­დუქ­ტებს წა­რად­გე­ნენ.

wine4-50295-1727866865.jpg

სტუმ­რებს დახ­ვდე­ბათ ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა, ასე­ვე ჩა­ტარ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რე­ბი სო­მე­ლი­ე­ებ­თან. წელს ფეს­ტი­ვა­ლი ბევრ სი­ახ­ლე­საც შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ად­გილ­ზე­ვე იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. სტუმ­რებს შე­ეძ­ლე­ბათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ თა­მა­შებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

თბი­ლი­სის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 12 ოქ­ტომ­ბერს, 12:00 სთ-ზე და­ი­წყე­ბა და 19:00 სა­ა­თამ­დე გას­ტანს. აქ შეძ­ლებთ და­ა­გე­მოვ­ნოთ და შე­ი­ძი­ნოთ სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის ღვი­ნო და სე­ზო­ნუ­რი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჩურ­ჩხე­ლა, ჩი­რე­უ­ლი, ტყლა­პი და სხვ. სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ღვი­ნის ნა­ყი­ნი, რო­გორც წი­თე­ლი (წი­თე­ლი სა­ფე­რა­ვი, ბრო­წე­უ­ლის და მოც­ვის კომ­ბი­ნა­ცი­ით) ასე­ვე თეთ­რი (თეთ­რი ტვი­ში კრემ ყვე­ლის და­ნა­მა­ტით), რო­მელ­საც სა­ნა­ყი­ნე ბუ­რა­ტი­ნო ად­გილ­ზე წარ­მო­ად­გენს.

3. La Castanyada - კა­ტა­ლო­ნია, ეს­პა­ნე­თი

wine5-50322-1727866957.jpg

კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი სა­შე­მოდ­გო­მო ფეს­ტი­ვა­ლი ევ­რო­პა­ში არის - La Castanyada (კას­ტა­ნა­და), რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში იმარ­თე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ტარ­დე­ბა და ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­მოდ­გო­მის მო­სავ­ლის აღე­ბას­თან. ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ იდე­ას წარ­მო­ად­გენს ცე­ცხლზე მო­ხა­ლუ­ლი წაბ­ლის, ტკბი­ლე­უ­ლი­სა და სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი საკ­ვე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა.

წარ­მო­შო­ბა და ის­ტო­რია: კას­ტა­ნა­და ფეს­ვე­ბით ღრმად უკავ­შირ­დე­ბა კა­ტა­ლო­ნი­ურ კულ­ტუ­რას და წარ­მარ­თულ რი­ტუ­ა­ლებს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი წი­ნაპ­რებს პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ. ტრა­დი­ცია მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა წმინ­და­ნის დღეს­თან (Todos los Santos), რო­მე­ლიც 1 ნო­ემ­ბერს აღი­ნიშ­ნე­ბა და ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა მკვდარ­თა მოხ­სე­ნი­ე­ბა­სა და მათ­თვის კერ­ძე­ბის მირ­თმე­ვას.

ფეს­ტი­ვა­ლის სა­ხე­ლი მომ­დი­ნა­რე­ობს წაბ­ლი­დან (castanya), რო­მე­ლიც ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია.

wine6-50347-1727866970.jpg

ფეს­ტი­ვა­ლის სიმ­ბო­ლო­ე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი: კას­ტა­ნა­დას მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბია ცე­ცხლზე მო­ხა­ლუ­ლი წაბ­ლი და ტკბი­ლი კარ­ტო­ფი­ლი (boniato). ასე­ვე, ტკბი­ლე­უ­ლის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ნე­ლე­ტე­ბი (panellets) — ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ტა­ლო­ნი­უ­რი პა­ტა­რა ტკბი­ლე­უ­ლი, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია ნუ­შის ცო­მის­გან და ხში­რად პი­ნი­ოს თეს­ლი­თაა და­ფა­რუ­ლი. ეს ტკბი­ლე­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მისი მომ­ზა­დე­ბა ოჯა­ხებ­ში ერ­თგვარ რი­ტუ­ა­ლად ით­ვლე­ბა.

wine-50372-1727866983.jpg

ფეს­ტი­ვა­ლი ძი­რი­თა­დად ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა ქა­ლა­ქებ­ში ხში­რად იმარ­თე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც მო­ხა­ლუ­ლი წაბ­ლის დახ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სტენ­დე­ბი გა­მო­ი­ფი­ნე­ბა. ხში­რად შეხ­ვდე­ბით მო­ხა­ლუ­ლი წაბ­ლის გამ­ყიდ­ვე­ლებს ქუ­ჩა­ში, რომ­ლე­ბიც წაბლს ცე­ცხლზე ამ­ზა­დე­ბენ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელს და ატ­მოს­ფე­როს ქმნის.

დღეს­დღე­ო­ბით, კას­ტა­ნა­დას ტრა­დი­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია კა­ტა­ლო­ნი­ის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში, მათ შო­რის ბარ­სე­ლო­ნა­ში, სა­დაც დიდი მას­შტა­ბის სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ტარ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ცავს მუ­სი­კას, ცეკ­ვებ­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­მო­ფე­ნებს, ხოლო ტუ­რის­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, და­ა­გე­მოვ­ნონ ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლი.