ოცნება რეალობად 24 წლის შემდეგ იქცა: "ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს"- რა სახელი შეურჩიეს ნინო თოლორდავამ და გიორგი დავითაიამ პატარას? - კვირის პალიტრა

ოცნება რეალობად 24 წლის შემდეგ იქცა: "ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს"- რა სახელი შეურჩიეს ნინო თოლორდავამ და გიორგი დავითაიამ პატარას?

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, მეორე შვილის დედა გახდა. მისი და გიორგი დავითაიას შვილი ქვეყანას ცოტა ხნის წინ მოევლინა. ნინოს ოცნება რეალობად 24 წლის შემდეგ იქცა.

tolordavaaa-1727884635.jpg

ნინო თოლორდავა: როგორც კი ჩემი შვილი დავინახე, მაშინვე ეიფორია დამეუფლა და ამ დრომდე იმავე მდგომარეობაში ვარ. ეს ენით აღუწერელი ემოციაა – შინაგანი შფოთი, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთად ახლავს.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს პირველი და მეორე შვილის ასაკებს შორის სხვაობა 24 წელი იქნებოდა. ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის ამ ისტორიას.

– ეს ყველაფერი ფილმის სცენარს ჰგავს...

– მართლა ასეა. მე ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ეს არ იყო ერთი, სამი ან ხუთი წლის სურვილი. ამიკო რომ დაიბადა, ალბათ, ოთხი წლის იყო, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მინდოდა მეორე შვილი. ეს ჩემ გარშემო ყველამ იცოდა: მეგობრებმა, ნაცნობებმა, ახლობლებმა, აბსოლუტურად ყველამ. ვოცნებობდი მეორე შვილზე, მაგრამ არა და არ დგებოდა ეს ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება და თითქოს, ცხოვრება თავიდან დაიწყო, ხელმეორედ შეიძინა აზრი.

ninodabavshvi-1727884961.jpg

ბავშვი მე და ჩემს მეუღლესაც დაგვეხმარა, სიახლეები აღმოგვეჩინა ერთმანეთში – ისეთი თვისებები, რომლებიც აქამდე, თითქოს, უხილავი იყო. მან კიდევ უფრო დაათბო ჩვენი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება.

– გადაწყვიტეთ, თქვენი პატარა ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოვლენოდა. ამ ნაბიჯის გადადგმას, ალბათ, ბევრი ფიქრი და დაკვირვება დასჭირდა.

– კი, მაგრამ მთავარია, რა მიზნისკენ მიდიხარ. როცა გინდა, მეორე შვილი გყავდეს და შენს გადაწყვეტილებაში მტკიცე და ძალიან ძლიერი ხარ, მაშინ ყველაფერი გიმარტივდება.

როგორი იყო ეს ცხრა თვე?

– მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი... სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი (იცინის). ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა.

ვიცოდი, რომ ამ ასაკში ეს მოლოდინი სულ სხვა ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ რეალურად ეს ემოციები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი. რომ ვხედავ ჩემი 20 წლის ოცნება რეალობა გახდა, ვერც აღვწერ, რას ვგრძნობ.

tolordavasshvili-1727884561.jpeg

– ალბათ, პასუხისმგებლობაც სხვაა...

– ალბათ, ამიტომაც ვღელავდი ცხრა თვე ყველაფერზე. ხომ ორი თვალი და ორი ფეხი ექნება, ხომ კარგად იქნება – ისეთ რამეებზე ვღელავდი, ძალიან ელემენტარულსა თუ მნიშვნელოვანზე, რაზეც წესით, არ უნდა იფიქრო. ვამბობდი, ოღონდ დავინახო და ჯანმრთელი იყოს-მეთქი. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება და ჩემი თადა ერეკლე ზუსტად ისეთი დაიბადა, როგორზეც მიოცნებია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმდენად ლამაზია, ასეთზეც არ მიოცნებია (იცინის). იხილეთ სრულად