მაასტრიხტში საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი დაიბეჭდა - კვირის პალიტრა

მაასტრიხტში საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი დაიბეჭდა

მაასტრიხტში საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი დაიბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალიგრაფიის ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს შეზღუდული (ლიმიტირებული) გამოცემა, რომელიც მხოლოდ 5000 ცალისაგან შედგება, შეიმუშავა და დაფინანსა კომპანია TRESURIUM-მა და შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით.

აღნიშნული საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა, ცნობილ ქართველ მხატვარ გია ჯაფარიძესადა კალიგრაფიის ქართველ ოსტატ დავით მაისურაძესთან ერთად.

საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია -სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“.

bpn.ge