30 წლის მოცეკვავე, სტუდენტი, ქართველი ილია ნოზაძე და კიდევ 2 პირი... - ისრაელმა ტერაქტისას დაღუპულების ვინაობა გაასაჯაროვა
ისრაელის ხელისუფლებამ სამშაბათს თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შვიდი მსხვერპლიდან ხუთის ვინაობა დაასახელა:
შაჰარ გოლდმანი, 30 წლის, პროფესიონალი მოცეკვავე ლოდიდან.
ინბარ სეგევ-ვიგდერი, 33 წლის, ფიტნეს ცენტრის მფლობელი. ქალი თავისი 9 თვის შვილის დაცვის მცდელობისას დაიღუპა.
რევიტალ ბრონშტეინი , 24 წლის, ბატ იამიდან. სტუდენტი.
ნადია სოკოლენკო, 40 წლის, იაფადან, ერთი შვილის დედა.
საბერძნეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე იონას კარუსისი , 26 წლის
კიდევ ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქე, 42 წლის ილია ნოზაძეა - გავრცელებული ინფორმაციით, მას ტერორისტებმა სამჯერ ესროლეს. მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში სურასკის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ილია ნოზაძე სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. იხილეთ სრულად