ფრანსუა ბეტანკურ მაიერსი - როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი ქალი?
ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ოფიციალურად 2017 წელს გახდა. გასული წლის დეკემბერში მან მიაღწია კიდევ ერთ საოცარ წარმატებას და გახდა პირველი ქალი ისტორიაში, რომელმაც დააგროვა 100 მილიარდი დოლარის ქონება. მას მემკვიდრეობით ერგო სილამაზის გლობალური კორპორაცია L'Oréal. იგი კომპანიის დამფუძნებლის ეჟენ შულლეს შვილიშვილია.
Forbes-ის თანახმად, მაიერსი ახლა 92.6 მილიარდ დოლარს ფლობს. ამჟამად მის ოჯახს L’Oréal-ის აქციების 33,1% ეკუთვნის.
ბეტანკურ-მაიერსი ცხოვრობს პარიზში და ოჯახის დაარსებული საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტია. ფონდი ხელს უწყობს მეცნიერებასა და ხელოვნებას, ასევე აქვს სოციალური პროგრამები, ეხმარება აუტიზმის მქონე ბავშვებს. ფონდის შემოწირულობები ასევე ეთმობა ნეირონების კვლევას.
ფრანსუ 1953 წლის 10 ივლისს დაიბადა. გარდა ბიზნეს ინტერესებისა, ის ცნობილი მწერალიცაა.
ფრანსუმ კერძო კათოლიკურ სკოლაში მიიღო განათლება, სამეცნიერო ხარისხი კი ქრისტიანებისა და ებრაელების საერთაშორისო ურთიერთობაზე დაიცვა.
იგი დაქორწინებულია ჟან-პიერ მაიერსზე, წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ბეტანკურ-მეიერსი პირად საკითხებზე საუბარს გაურბის და როგორც წესი, მედიის ყურადღების ცენტრს მიღმა რჩება.
ფრანსუას ეკუთვნის ორი წიგნი - ბიბლიის ხუთტომეული და ბერძენი ღმერთების გენეოლოგია.
მისი ბოლო ნამუშევარი - Regard sur la Bible, გამოვიდა 2008 წელს. იხილეთ სრულად