"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით" - ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე დაქორწინდნენ - კვირის პალიტრა

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით" - ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე დაქორწინდნენ

აპრილში თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი ჩატარდა. პირველივე დღე წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ძიუდოისტი გოგონასთვის. 24 წლის ეთერ (ეთო) ლიპარტელიანი ფინალში კანადელ მეტოქეს, ჯესიკა კლიმკეიტს შეხვდა და ის ვაზარით დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა და გულშემატკივრები გაახარა. ეთო ლიპარტელიანი გამარჯვების ემოციებით დატვირთული, მოღიმარი სახით გავიდა ტატამიდან. მან არ იცოდა, რომ წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო რამ ელოდა: შეყვარებულს იქვე ქართველი ძიუდოისტი თემურ ნოზაძე შეეგება, რომელმაც ეთოს სიურპრიზი მოუწყო და უამრავი მაყურებლის წინაშე ხელი სთხოვა.

liaprteliani-1728219785.jpg

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ეთერ ლიპარტელიანმა და თემურ ნოზაძემ ოფიციალურად იქორწინეს და ქორწილიც გადაიხადეს.

temurnozadze-1728219818.jpg

ქორწილამდე ეთომ გოგონებთან ერთად წინასაქორწილო წვეულბაც მოაწყო.

etolipartelianiswveuleba-1728219305.jpg

"ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. თემო ნოზაძე ძიუდოისტია და რა თქმა უნდა, ერთმანეთს სპორტმა დაგვაკავშირა. 2015 წელს ტარდებოდა ბავშვთა ოლიმპიადა და მოსამზადებელ შეკრებაზე ვიყავით ერთად, იქ გავიცანი. თავიდან რამდენიმე წელი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. როგორც ამბობს, მნახა თუ არა, მოვეწონე. ძალიან ბიჭური გოგონა გახლდით მაშინ და იმ ასაკში შეყვარებული რომ მყოლოდა, არც მიფიქრია. ჩვენი მეგობრობა შემდეგ დიდ სიყვარულში გადაიზარდა. 10 წელი შეყვარებულები ვიყავით და ბოლოს ასე ორიგინალურად დააგვირგვინა, მართლაც დაუვიწყარი ხელის თხოვნა იყო. წინ კიდევ დიდი მიზნები მაქვს და მიხარია, რომ თემო დამეხმარება, ჩვენი მიზნები რეალობად ვაქციოთ", - ამბობდა "პალიტრასთან" ინტერვიუში ეთერ ლიპარტელიანი.