დაიღუპა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა - როგორ ხსნიდა ის რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას? - კვირის პალიტრა

დაიღუპა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა - როგორ ხსნიდა ის რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას?

უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლის დროს რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი აქ­ტი­ვის­ტი ილ­დარ და­დი­ნი და­ი­ღუ­პა. ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხა­რეს იბ­რძო­და.

2015 წელს, და­დი­ნი გახ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ტინ­გე­ბის კა­ნო­ნის გან­მე­ო­რე­ბით დარ­ღვე­ვის­თვის გა­ა­სა­მარ­თლა, რის გა­მოც კა­ნო­ნის ამ მუხლს "და­დი­ნის" სა­ხე­ლი შე­არ­ქვეს.

და­დი­ნის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ შა­ბათს პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტმა ქსე­ნია ლა­რი­ნამ " რა­დიო მოს­კო­ვის ხმა­ში" გა­ნა­ცხა­და, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სხვა რუ­სულ­მა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს.

და­დი­ნის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ის ხარ­კო­ვის ოლ­ქში არ­ტი­ლე­რი­ის და­ბომბვა­ში მოჰ­ყვა. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ გა­უმ­ჟღავ­ნე­ბი­ათ, თუმ­ცა მას­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­გორც გმირ­ზე.

2023 წელს და­დინ­მა "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის უკ­რა­ი­ნის მხა­რეს იბ­რძო­და ერთ-ერთი რუ­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

"რუ­სე­თი სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და­ეს­ხა თავს უკ­რა­ი­ნას. ჩემი აზ­რით, ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი გზა, რო­მე­ლიც პა­ტი­ო­სან­მა ადა­მი­ან­მა უნდა აირ­ჩი­ოს რუ­სე­თის და­ნა­შა­უ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და და­დინ­მა.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა ილია პო­ნო­მა­რევ­მა (რო­მე­ლიც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ "უცხო­ელ აგენ­ტად" არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი), და­დი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ის თავ­და­პირ­ვე­ლად "ციმ­ბი­რის ბა­ტა­ლი­ო­ნის" (რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა 2023 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე შექ­მნა) წევ­რი იყო, თუმ­ცა გან­ყო­ფი­ლე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, "რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნის" რი­გებ­ში გა­და­ვი­და.

გააგრძელეთ კითხვა