"მოწმე ვარ, როგორ ასამართლებენ ჩემს შვილს ლინჩის წესით... ეს ამაზრზენია" - რეპერ P. Diddy- ს დედა მიმართვას ავრცელებს
რეპერი P. Diddy-ს დედა, აცხადებს, რომ მის შვილზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. მიმართვა, რომელიც DailyMail-ში გამოქვეყნდა, მედიას ადვოკატმა მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ რეპერი დაკავებულია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა სექსუალური ტრეფიკინგი, გაუპატიურება და ადამიანებით ვაჭრობა,
"დღეს თქვენ მოგმართავთ, როგორც დედა, რომელიც ძალიან განვიცდი ჩემს შვილის შონ კომბსზე წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორ სჯიან ჩემს შვილს არა სიმართლისთვის, არამედ ტყუილებისგან შექმნილ ისტორიისთვის", - აღნიშნავს ჯენის კომბსი.
"როდესაც ჩემი შვილის საჯარო ლინჩის მოწმე ვარ, ვიდრე მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა - ეს არის ტკივილი, რომელიც იმდენად წარმოუდგენელია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ".
ჯენისმა აღნიშნა, რომ მისმა შვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც არ აღიარა ყოფილ საყვარელ კესის მიმართ ძალადობა.