ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია - კვირის პალიტრა

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი - თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლის მშობელმა განუცხადა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოსწავლეებს სკოლა, დაახლოებით 1 საათის წინ დაატოვებინეს.

„როგორც ვიცი, იყო შეტყობინება, არ ვიცი რა შინაარსის შეტყობინება იყო. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბავშვებს სასწრაფოდ დაატოვებინებს სკოლის შენობა, მშობლების მისვლამდე მათზე ადმინისტრაციამ იზრუნა, საგაკვეთილო პროცესი შეწყდა. დაახლოებით 1 საათის წინ მოსწავლეები უკვე ეზოში იყვნენ. მშობლებმა მიაკითხეს ბავშვებს და შინ მიჰყავთ. ყველა მოსწავლე არის ევაკუირებული. ევაკუირებულია გვერდით მდებარე უნივერსიტეტიც, ყველამ დატოვა შენობები. უსაფრთხოება იყო მაქსიმალურად დაცული. როგორც ვიცი, მიმდებარედ პოლიცია იყო და მისასვლელი გზები გადაკეტილი ჰქონდა“, - აღნიშნა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ როგორც შინაგან საქმეთა, ისე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებებში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

IPN