"ტელეგრამის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი დაკავების შემდეგ, მისმა მეგობარმა ქალმა ბავშვი დაკარგა - "ჩვენი ბავშვისთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"ტელეგრამის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი დაკავების შემდეგ, მისმა მეგობარმა ქალმა ბავშვი დაკარგა - "ჩვენი ბავშვისთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა"

Telegram-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, პა­ველ დუ­როვ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა, იუ­ლია ვა­ვი­ლო­ვამ სტრე­სის ფონ­ზე ბავ­შვი და­კარ­გა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქალი პა­ველს პა­რიზ­ში აცი­ლებ­და, რო­დე­საც ეს უკა­ნას­კნე­ლი და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნა. ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის “კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს“.

მი­ლი­არ­დერ­მა ამ­ბობს, რომ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას გა­ი­გო.

დუ­რო­ვის თქმით, 27 სექ­ტემ­ბერს, და­კი­თხვის დროს, მან თა­ვის ად­ვო­კატს ჰკი­თხა, მო­ვი­დო­და თუ არა იუ­ლია გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პო­ლი­ცი­ის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. ად­ვო­კატ­მა უპა­სუ­ხა, რომ იუ­ლი­ამ მის­ვლა ვერ შეძ­ლო. პა­ვე­ლი ფიქ­რობ­და, რომ იუ­ლი­ას შე­შინ­და და პა­რი­ზი­დან გაფ­რინ­და. ად­ვო­კატ­თან მძი­მე სა­უბ­რის შემ­დეგ კი გა­ირ­კვა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში იუ­ლია ორ­სუ­ლად იყო. ორ­სუ­ლო­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე ყოფ­ნის გამო ექი­მებ­მა ქალს ურ­ჩი­ეს, სი­ტუ­ა­ცია არ გა­ერ­თუ­ლე­ბი­ნა და სტრესს მო­რი­დე­ბო­და.

დუ­რო­ვის თქმით, იუ­ლია აღ­მოჩ­ნდა მარ­ტო ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ის არას­დროს ყო­ფი­ლა. მას ყვე­ლა კავ­ში­რი სა­შუ­ა­ლე­ბა წა­არ­თვეს. გარ­და ამი­სა, გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, თით­ქოს ის "მო­სა­დის“ აგენ­ტია

გააგრძელეთ კითხვა