"არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა - ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, თუ კანდიდატურები, უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ეს მკაფიოდ ვუთხარით" - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ?
არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა - ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, თუ კანდიდატურები, უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით [პრეზიდენტს], - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ლიდერების პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე“.
„ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან კონკრეტული - ამ ქვეყანაში ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, თუ კანდიდატურები, უნდა იქნეს განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით [პრეზიდენტს].
არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს - კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში.
ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი, იმიტომ, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი. ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში, პრეზიდენტი როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა,“ - განაცხადა ხაზარაძემ.