"10 ათასი დამიჯდა ტორტი" - როგორ დაიგეგმა ზღაპრული ქორწილი, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა
მეგი ირემაძემ და გიგა გორაძემ, ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში დაუვიწყარი 500-კაციანი ქორწილი გადაიხადეს. შთამბეჭდავი ღონისძიება განსაკუთრებული სილამაზის ტორტით გამოირჩეოდა – 16 სართულიანი ტორტი, რომელიც პროფესიონალმა კონდიტერმა ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიზუსტით დაამზადა, სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.
ქორწილი 19 სექტემბერს, ბათუმში „რენესანსში“ შედგა. კონდიტერ ლუიზა ვარშანიძის შრომაზე კი დღეს მთელი საქართველო საუბრობდა, როდესაც სოციალურ ქსელში 16 სართულიანი ტორტის ფოტო გავრცელდა, რომელიც 800 ადამიანზე იყო გათვლილი. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებული მეგი გვიყვება, როგორ აისრულა ბავშვობის ოცნება, რომ ქორწილში ყველაზე დიდი ტორტი ჰქონდა...
- მეგი, მეგი თქვენზე მოგვიყევით. სად ცხოვრობთ პროფესიით ვინ ხართ. მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
- მე ვარ მეგი, ბათუმში ვცხოვრობ, პროფესიით მზარეული ვარ, ჩემი მეუღლეც მზარეულია. გიგა სხვათა შორის ფეისბუქზე გავიცანი. აი, კოვიდობის პერიოდში 4 წლის წინ. 4 წელი და 3 თვე ვიყავით შეყვარებულები და ბოლოს ჩვენი სიყვარული ქორწილით დავაგვირგვინეთ.
როგორც ვხვდები ეს იყო თქვენი ოცნების ქორწილი, როგორ დაგეგმეთ, ტორტის იდეა როგორ მოგივიდათ?
- ბევრი ფიქრი არ დამჭირდა. ქორწილი საკმაოდ სადა იყო თეთრ და ღია ვარდისფერ ფერებში, მაგრამ, აი, ტორტი და კაბა მინდოდა უზარმაზარი მქონოდა. კაბას რასაც მოვერიე, ის ჩავიცვი. „მონპარში“ შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. საკმაოდ დიდიც და მძიმეც, მაგრამ ტორტს რაც შეეხება, ვიცოდი, რომ მინდოდა ძალიან დიდი ყოფილიყო. თავად ვხაზავდი, ვხატავდი... ბოლოს სადა დიზაინი შევარჩიე. მიყვარს პეპლები და საბოლოოდ 16 სართულზე გავჩერდით, რადგან მეტის საშუალება საქორწინო დარბაზის ჭერმა არ მოგვცა. 3,80 მეტრი იყო. აუცილებლად მინდა ვისაუბრო კონდიტერ ლუიზა ვარშანიძეზე, რომელიც 1 კვირა ამზადებდა და ბოლო 3 დღე და ღამე ვაწყობდით მე, კონდიტერი და დედაჩემი.
როგორც ვხვდები ეს იყო თქვენი ოცნების ქორწილი, როგორ დაგეგმეთ, ტორტის იდეა როგორ მოგივიდათ?
- ბევრი ფიქრი არ დამჭირდა. ქორწილი საკმაოდ სადა იყო თეთრ და ღია ვარდისფერ ფერებში, მაგრამ, აი, ტორტი და კაბა მინდოდა უზარმაზარი მქონოდა. კაბას რასაც მოვერიე, ის ჩავიცვი. „მონპარში“ შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. საკმაოდ დიდიც და მძიმეც, მაგრამ ტორტს რაც შეეხება, ვიცოდი, რომ მინდოდა ძალიან დიდი ყოფილიყო. თავად ვხაზავდი, ვხატავდი... ბოლოს სადა დიზაინი შევარჩიე. მიყვარს პეპლები და საბოლოოდ 16 სართულზე გავჩერდით, რადგან მეტის საშუალება საქორწინო დარბაზის ჭერმა არ მოგვცა. 3,80 მეტრი იყო. აუცილებლად მინდა ვისაუბრო კონდიტერ ლუიზა ვარშანიძეზე, რომელიც 1 კვირა ამზადებდა და ბოლო 3 დღე და ღამე ვაწყობდით მე, კონდიტერი და დედაჩემი. იხილეთ სრულად