"ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშოს და დაამშვიდოს ადამიანმა არ ვიცი..." - საფრანგეთში ქართველი, 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა
"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"გარდაიცვალა საფრანგეთში, იტალიაში მყოფი ემიგრანტი დედის შვილი, 18 წლის ივანე ჩუბინიძე. გამძლეობა სოფოს და მალხაზის. სიტყვები არ მყოფნის... ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშოს და დაამშვიდოს ადამიანმა არ ვიცი.. გლოვობს ჩემი საზანო, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა, 18 წლისას მოგისპო სიცოცხლე ულმობელმა ცხოვრებამ, წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ემიგრანტი დედის ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი საქართველოს მიწა.
"ქართველი ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იტალიაში, ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
თბილისში სწავლობდა, იქ ცხოვრობდა მამასთან. დედა იტალიაშია 18 წლის იყო.საზანოში აქვს სოფელი.. ახლახანს წავიდა საფრანგეთში და ასეთი ტრაგედია დატრიალდა" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.