"გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება - ის არ დაელოდება ინაუგურაციას და უკრაინაში მშვიდობისთვის მანამდე იმოქმედებს" - რას აცხადებს ვიქტორ ორბანი? - კვირის პალიტრა

"გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება - ის არ დაელოდება ინაუგურაციას და უკრაინაში მშვიდობისთვის მანამდე იმოქმედებს" - რას აცხადებს ვიქტორ ორბანი?

ეროვნული ინტერესების გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ, რომლის მომხრე ხართ - ჩვენ გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ ტრამპისა და აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ორბანის მტკიცებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ, ის არც კი დაელოდება ინაუგურაციას და მანამდე მიიღებს ზომებს უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ის არ დაელოდება ინაუგურაციის ცერემონიას, რათა მშვიდობის მიღწევა მოახერხოს უკრაინაში. ის მყისიერად იმოქმედებს, ასე რომ, ჩვენ, ევროპელ ლიდერებს, არ გვაქვს დასაკარგი დრო, რადგან არჩევნებსა და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას შორის არ იქნება ორი ან სამი თვე, როგორც ჩვეულებრივ ხდება. უნდა მოვახდინოთ რეაგირება ჯერ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, შემდეგ სტრატეგიულად და შემდეგ მოქმედების დონეზე, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა ორბანმა.