"ეს ბავ­შვი მე­ო­რე ბავ­შვს სცემ­და და ამა­ზე გავ­ღი­ზი­ან­დი, წა­მო­ვარ­ტყი. ვინანიებ" - ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე - კვირის პალიტრა

"ეს ბავ­შვი მე­ო­რე ბავ­შვს სცემ­და და ამა­ზე გავ­ღი­ზი­ან­დი, წა­მო­ვარ­ტყი. ვინანიებ" - ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­მაც 12 წლის მო­ზარ­დი სცე­მა. კად­რე­ბი "ბა­თუ­მე­ლებ­მა" გა­ავ­რცე­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვზე არა­ერ­თხელ იძა­ლა­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფაქტს სხვა ბავ­შვე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის კად­რებ­მა დი­ლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა, მე­რაბ დო­ლი­ძეა. მას ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს."არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ადრე არ მქო­ნია. ვინ­მე მშო­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბით შე­მო­სუ­ლი­ყოს, ან წე­რი­ლით - მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და არას­დროს. არა­სო­დეს პრე­ტენ­ზია (პე­და­გო­გის შე­სა­ხებ) არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ჩვენ­თან ას­წავ­ლის 2001 წლი­დან. მე­უღ­ლე უბ­რა­ლოდ ეხ­მა­რე­ბა მას. არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი არი­ან ჩა­სას­ვლე­ლი ქვე­ვით და ეხ­მა­რე­ბა მას რომ ქვე­ვით ჩა­იყ­ვა­ნოს ხოლ­მე. 12 სექ­ტემ­ბრის ბრძა­ნე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რი­დან. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ი­ტა­ნეს გან­ჩი­ნე­ბა და კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ი­ღეს. შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­და კად­რე­ბის წა­ღე­ბა" - გვი­თხრა ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ მეს­ხი­ძემ.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და მე­რაბ დო­ლი­ძე­საც:

"ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. ბო­დიშს ვიხ­დი, ვი­ნა­ნი­ებ, მაგ­რამ მა­ინც მაქ­ვეყ­ნე­ბენ... არ ვიცი, რა გი­თხრათ.. ეს ბავ­შვი მე­ო­რე ბავ­შვს სცემ­და და ამა­ზე გავ­ღი­ზი­ან­დი, წა­მო­ვარ­ტყი.

გააგრძელეთ კითხვა