"მამაჩემი შრომობს ადათ-წესების აღსადგენად და ზოგიერთები საფრთხეს უქმნიან ამ ძალისხმევას" - რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი ჩეჩენ სპორტსმენებს ემუქრება
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ვაჟი შერეული საბრძოლო ხელოვნების ჩეჩენ მებრძოლებს გაფრთხილებით მიმართავს და მოითხოვს, რომ რესპუბლიკის მკვიდრებმა შეწყვიტონ მონაწილეობა ამ ლიგაში. ახმატ კადიროვი მებრძოლებს "სპეციფიკური ზომებით" დაემუქრა - თუმცა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა.
მისი თქმით, "მამამისი შრომობს ჩეჩნების ადათ-წესებისა და სულიერი განათლების აღსადგენად" და ზოგიერთი სპორტსმენი "საფრთხეს უქმნის ამ ძალისხმევას".ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეჩნეთის ხელისუფლება საჯაროდ ემუქრება სპორტსმენებს. გასული წლის დეკემბერში რამზან კადიროვმა თქვა, რომ "მკაცრი სამუშაო" უნდა ჩატარდეს ადგილობრივი სპორტსმენებისა და ბლოგერების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ჩეჩენი ხალხის ღირებულებებს.
Pop MMA არის ლიგის სეგმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ არაპროფესიონალი სპორტსმენები.