"მერაბმა ჩემი ოჯახის წევრებს აქეთ უჩივლა, რა მონანიება... ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ" - რას ამბობს 12 წლის მოზარდის პოლიტიკოსი მამა?
უმძიმესი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქორეოგრაფი 12 წლის მოზარდს, გუშინ „ბათუმელებმა“ გაავრცელეს. მასწავლებელი, რომლის კადრებმა დილიდან სოციალური ქსელები მოიცვა, მერაბ დოლიძეა. მას ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.
პედაგოგი 2000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ვიდეოში, სადაც 12 წლის ბიჭზე მერაბ დოლიძე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობს, ჩანს, რომ სხვა ბავშვებიც ესწრებიან.
Ambebi.ge-სთან ინტერვიუში დოლიძე ამბობს, რომ მომხდარს ნანობს. მისი თქმით, ოჯახს პატიებაც სთხოვა...
სხვა რამეს გვიყვება მოზარდის მამა გოჩა მელაძე, რომელიც წლებია პოლიტიკაშია. ბატონი გოჩა ოცნების მთავრობის დროს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი იყო. ახლა კი გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენს.
პოლიტიკოსი, რომელიც წლებია სხვის ოჯახებს იცავს, ამბობს, რომ საკუთარი ოჯახი ვერ დაიცვა და იმისთვის, რომ მოძალადე ქორეოგრაფი დამსახურებულად დაისაჯოს, მედიის ჩარევა დასჭირდა.
- ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ეს ფაქტი 10 სექტემბერს მოხდა. იმ დღეს, მეუღლის თხოვნით, ცეკვიდან ბავშვის გამოსაყვანად ოჯახის რძალი მივიდა. ჩემი შვილი განერვიულებული და ნამტირალევი დახვდა. რძალმა ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ბიჭი პედაგოგმა სცემა. მეუღლემ სთხოვა, არ წასულიყო, მეც მოვალ და გავარკვევ, რაშიაო საქმე. მერაბ დოლიძე ჩემს რძალს ძალიან აგრესიულად ესაუბრა, 15 წუთში, როდესაც მეუღლე მივიდა, ეს კაცი წასული დახვდა. გააგრძელეთ კითხვა