მამამ 11 თვის ჩვილი "ფეისბუქით" გაყიდა, მიღებული თანხა კი აზარტული თამაშების ონლაინ პლატფორმაზე ჩარიცხა - რას წერს მედია ინდონეზიაში მომხდარ დანაშაულზე
ინდონეზიაში, კაცმა, ცოლისგან ფარულად, 11 თვის ჩვილი "ფეისბუქით" გაყიდა, მიღებული თანხა კი აზარტული თამაშების ონლაინ პლატფორმაზე ჩარიცხა - მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მან შვილი 730 ფუნტ სტერლინგად გაყიდა.
36 წლის მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბავშვის დედამ იჩივლა. კაცმა დანაშაული მალევე აღიარა და განაცხადა, რომ შვილი ვალების დაფარვის მიზნით გაყიდა. პოლიციამ ასევე დააკავა მყიდველებიც. მათ ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ ბრალი.
ინდონეზიის ბავშვთა დაცვის კომისიამ დაგმო შოკისმომგვრელი ინციდენტი. იხილეთ სრულად