"ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის"
ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
კოალიციის ლიდერები დიღმის ჭალებში იმყოფებოდნენ.
„დღეს, ჩვენ დიღმის ჭალებში ვიმყოფებით, „ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად, საარჩევნო ნომერი 9. ეს ის გუნდია, რომელიც წლების განმავლობაში ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობს, მათ შორის იმაზე, თუ რა კატასტროფაც მოხდა დიღმის ჭალებში. მთავარი ისაა, რომ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობას, მათ უსაფრთხო, კარგ, სასიამოვნო, მწვანე გარემოში ცხოვრების ფასეულობა ემსახურება. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, აქ იყოს კარგი გარემო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. დიღმის ჭალების მსგავსი ადგილი უბრალოდ ნაგავსაყრელი კი არ უნდა იყოს სამშენებლო ნარჩენებისთვის, იმ კომპანიებისთვის რომლებსაც კონკრეტული მფარველობა და მფარველობითი შეთანხმება აქვთ თბილისის მერიიდან, არამედ ცენტრალური პარკი უნდა იყოს თბილისის მოსახლეობისთვის, რომელიც თბილისის განაპირას, აი აქ, აქეთ მხარეს ცხოვრობს. თბილისში იყო ერთი ცენტრალური პარკი , იქაც ჩააშენა ბეტონები და ახლა ჩაგვიშენებენ ბეტონებს. გვჭირდება რამდენიმე ცენტრალური პარკი იმისათვის რომ გაიზარდოს ცხოვრების ხარისხი ყველა თბილისელისთვის. „ძლიერი საქართველოს“ ამოცანაა, საქართველოში ყველას მაღალი ცხოვრების ხარისხი ჰქონდეს, სწორედ ისე, როგორც ევროპულ სახელმწიფოებშია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.