"ჯორჯის ბოლო თამაში ეროვნულ ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ შედგა" - 31 წლის ფეხბურთელი აუზში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"ჯორჯის ბოლო თამაში ეროვნულ ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ შედგა" - 31 წლის ფეხბურთელი აუზში გარდაცვლილი იპოვეს

ინ­გლი­სის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "შე­ფილდ იუ­ნა­ი­ტე­დის" ყო­ფი­ლი მცვე­ლი ჯორჯ ბალ­დო­კი 31 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის ინ­გლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სამ­ხრეთ ათენ­ში, გლი­ფა­დას რა­ი­ონ­ში, სა­კუ­თარ სა­ცუ­რაო აუზ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

screenshot-2024-10-10-155322-1728561278.png

ბალ­დო­კი ზა­ფხულ­ში სა­ბერ­ძნე­თის კლუბ "პა­ნა­თი­ნა­ი­კოს­ში" გა­და­ვი­და, "შე­ფილდ იუ­ნა­ი­ტედ­ში" შვიდ­წ­ლი­ა­ნი კა­რი­ე­რის შემ­დეგ.

"ჩვენ შოკ­ში ვართ, შოკ­ში ვართ ჯორ­ჯის და­კარ­გვით" - წე­რია "პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში. "პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სის ოჯა­ხი გლო­ვობს მის ნა­ად­რევ სიკ­ვდილს. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ჯორჯ ბალ­დო­კის ოჯახს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს". გააგრძელეთ კითხვა