ქართველი პატიმარი გოგონა პირდაპირ დეფილედან გაათავისუფლეს - უპრეცედენტო შემთხვევა და ემოციური კადრები - კვირის პალიტრა

ქართველი პატიმარი გოგონა პირდაპირ დეფილედან გაათავისუფლეს - უპრეცედენტო შემთხვევა და ემოციური კადრები

"უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქალი პა­ტიმ­რე­ბის­თვის - მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი შექ­მნი­ლი სა­მო­სის ჩვე­ნე­ბა გა­მარ­თეს" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­მა­სა­ლას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი.

ირ­კვე­ვა, რომ ქალ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა ტან­საც­მლის მო­დე­ლე­ბი და ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ჟი­უ­რის წევ­რებს პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დე­ლებ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც წა­რუდ­გი­ნეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფი­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვე­ნე­ბის და­სას­რულს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მსჯავ­რდე­ბუ­ლი, "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ემო­ცი­უ­რი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, სა­დაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნა ამ­ბობს:"ძა­ლი­ან მა­გა­რი გან­ცდაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­ა­ფა­სეთ ხალ­ხო, არ ვე­ლო­დი" - ამ­ბობს გო­გო­ნა. იხილეთ სრულად