ქართველი პატიმარი გოგონა პირდაპირ დეფილედან გაათავისუფლეს - უპრეცედენტო შემთხვევა და ემოციური კადრები
"უნიკალური შესაძლებლობა ქალი პატიმრებისთვის - მსჯავრდებულებმა თავიანთი შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს" - ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას და ფოტომასალას პენიტენციური სამსახური.
ირკვევა, რომ ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს.
განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა. ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც გათავისუფლებული გოგონა ამბობს:"ძალიან მაგარი განცდაა თავისუფლება და დააფასეთ ხალხო, არ ველოდი" - ამბობს გოგონა. იხილეთ სრულად