პრესიდან ცნობილი გახდა, რომ გენიალური მწერლის, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი მკვლელობის ბრალდებით ციხეში მოხვდა - როგორია ნოდარ მაჭარაშვილის იდუმალებით მოცული ცხოვრება?
წლების წინ, როდესაც არც სოციალური ქსელი იყო საქართველოში და ინტერნეტიც ძალიან ცოტა ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, პრესის ფურცლებიდან ცნობილი გახდა, რომ გენიალური ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ნოდარ მაჭარაშვილი მკვლელობის ბრალდებით ციხეში მოხვდა, სადაც 5 წელი გაატარა.
წლების შემდეგ, ნოდარ მაჭარაშვილი საზოგადოებაში მწერლის სტატუსით დაბრუნდა. მისი წიგნები "ავი მუსაიფი", "გალილეველი მეთევზე", "მოსკოვი-თბილისი", "კვაზიმოდოს ქალაქი“, "9 მოთხრობა" მის გარეშე გამოდიოდა. არავინ იცოდა, ვინ იყო წიგნების რეალური ავტორი, რადგან ის ფსევდონიმით "თორნიკე გურჯინთახით" გამოდიოდა, უმცროსი ნოდარი კი საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მოსკოვში "კანონიერი ქურდის" სტატუსით ცხოვრობდა.
2018 წელს მწერლის ქალიშვილი და ნოდარის დედა ქეთი დუმბაძე ჟურნალ "სარკესთან" ამბობდა, რომ მისი შვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული არ არის.
- კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანები ასეთ წიგნებს წერენ?! ეს არის პასუხი იმ ყველაფერზე, რაც საზოგადოების დაუნდობელი ნაწილის მიერ იყო აგორებული. ფსევდონიმით წერა საზოგადოებისგან დამალვას არ ნიშნავს. მას არ უნდოდა, რომ მისთვის ვინმეს შეღავათი გაეწია, როგორც ნოდარ დუმბაძის შვილიშვილისთვის, ამიტომაც მოიგონა ფსევდონიმი. როდესაც აღარ დამთავრდა იმაზე საუბარი, რომ სხვა გზას ადგა, თავისი სახელი და გვარი დააწერა წიგნს. ნოდარი ძალიან კეთილი, სამართლიანი და მოსიყვარულე შვილია.
...ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ამიტომ ჰქვია მამაჩემის სახელი. მე არ ვაპირებდი ნოდარის დარქმევას. მისთვის ჩვენი გვარი უნდა მიმეცა და არა - სახელი. ჩვენ ძმა გვყავს გარდაცვლილი - 5 წლის იყო, წითელა რომ შეხვდა და მისი გართულებით გარდაიცვალა. მე დავპირდი მამას, რომ გავაჩენდი შვილს, რომელსაც მამა იშვილებდა და თავის გვარს მისცემდა. მამა ამით ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ მის დაბადებას ვერ მოესწრო. მერე კი შემეძლო, გვარი მიმეცა, მაგრამ ასე აღარ მოვიქეცი, რადგან მამაჩემის შვილი უნდა ყოფილიყო და მისი გვარი ეტარებინა. გამოვიდა ისე, რომ ჰქვია ნოდარი. ჩემმა დამ, მანანამ რომ დაარქვა ნოდარი თავის ბიჭს, ცოტა სასაცილო მეჩვენებოდა პატარა ბავშვისთვის, მაგრამ მერე თვითონაც ასე დავარქვი...
2024 წელს, უკვე საკუთარი სახელითა და გვარით გადაცემა „ნოესთან“ უმცროსი ნოდარი სტუმრად მიდის და იმ საბედისწერო დღეზე საუბრობს, რომელმაც მისი მომავალი შეცვალა...
- გუდაურში წავედი ერთი გოგონას გამო, რომელიც შემდეგ ჩემი ცოლი გახდა და მისგან შვილი მყავს. ერთად გავიზარდეთ და შემდეგ 12 წელი ერთად ვიყავით. ძალიან მიყვარს დღემდე, მაგრამ ახლა მას თავისი ცხოვრება აქვს და მე ჩემი. ვერ ვახერხებდი, რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი და მოთხილამურეების სპორტულ შეკრებაზე ჩავწერე.იხილეთ სრულად