პრე­სიდან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გე­ნი­ა­ლუ­რი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში მოხ­ვდა - როგორია ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის იდუმალებით მოცული ცხოვრება? - კვირის პალიტრა

პრე­სიდან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გე­ნი­ა­ლუ­რი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში მოხ­ვდა - როგორია ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის იდუმალებით მოცული ცხოვრება?

წლე­ბის წინ, რო­დე­საც არც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ინ­ტერ­ნე­ტიც ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნის­თვის იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, პრე­სის ფურ­ცლე­ბი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში მოხ­ვდა, სა­დაც 5 წელი გა­ა­ტა­რა.

წლე­ბის შემ­დეგ, ნო­დარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწერ­ლის სტა­ტუ­სით დაბ­რუნ­და. მისი წიგ­ნე­ბი "ავი მუ­სა­ი­ფი", "გა­ლი­ლე­ვე­ლი მე­თევ­ზე", "მოს­კო­ვი-თბი­ლი­სი", "კვა­ზი­მო­დოს ქა­ლა­ქი“, "9 მო­თხრო­ბა" მის გა­რე­შე გა­მო­დი­ო­და. არა­ვინ იცო­და, ვინ იყო წიგ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­რი, რად­გან ის ფსევ­დო­ნი­მით "თორ­ნი­კე გურ­ჯინ­თა­ხით" გა­მო­დი­ო­და, უმ­ცრო­სი ნო­და­რი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ ჩნდე­ბო­და. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის მოს­კოვ­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სით ცხოვ­რობ­და.

2018 წელს მწერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი და ნო­და­რის დედა ქეთი დუმ­ბა­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ამ­ბობ­და, რომ მისი შვი­ლი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის.

- კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ წიგ­ნებს წე­რენ?! ეს არის პა­სუ­ხი იმ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­უნ­დო­ბე­ლი ნა­წი­ლის მიერ იყო აგო­რე­ბუ­ლი. ფსევ­დო­ნი­მით წერა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­მალ­ვას არ ნიშ­ნავს. მას არ უნ­დო­და, რომ მის­თვის ვინ­მეს შე­ღა­ვა­თი გა­ე­წია, რო­გორც ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის, ამი­ტო­მაც მო­ი­გო­ნა ფსევ­დო­ნი­მი. რო­დე­საც აღარ დამ­თავ­რდა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სხვა გზას ადგა, თა­ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი და­ა­წე­რა წიგნს. ნო­და­რი ძა­ლი­ან კე­თი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლია.

...ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ამი­ტომ ჰქვია მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი. მე არ ვა­პი­რებ­დი ნო­და­რის დარ­ქმე­ვას. მის­თვის ჩვე­ნი გვა­რი უნდა მი­მე­ცა და არა - სა­ხე­ლი. ჩვენ ძმა გვყავს გარ­დაც­ვლი­ლი - 5 წლის იყო, წი­თე­ლა რომ შეხ­ვდა და მისი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მე დავ­პირ­დი მა­მას, რომ გა­ვა­ჩენ­დი შვილს, რო­მელ­საც მამა იშ­ვი­ლებ­და და თა­ვის გვარს მის­ცემ­და. მამა ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, მაგ­რამ მის და­ბა­დე­ბას ვერ მო­ეს­წრო. მერე კი შე­მეძ­ლო, გვა­რი მი­მე­ცა, მაგ­რამ ასე აღარ მო­ვი­ქე­ცი, რად­გან მა­მა­ჩე­მის შვი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მისი გვა­რი ეტა­რე­ბი­ნა. გა­მო­ვი­და ისე, რომ ჰქვია ნო­და­რი. ჩემ­მა დამ, მა­ნა­ნამ რომ და­არ­ქვა ნო­და­რი თა­ვის ბიჭს, ცოტა სა­სა­ცი­ლო მეჩ­ვე­ნე­ბო­და პა­ტა­რა ბავ­შვის­თვის, მაგ­რამ მერე თვი­თო­ნაც ასე და­ვარ­ქვი...

2024 წელს, უკვე სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით გა­და­ცე­მა „ნო­ეს­თან“ უმ­ცრო­სი ნო­და­რი სტუმ­რად მი­დის და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღე­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც მისი მო­მა­ვა­ლი შეც­ვა­ლა...

- გუ­და­ურ­ში წა­ვე­დი ერთი გო­გო­ნას გამო, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩემი ცოლი გახ­და და მის­გან შვი­ლი მყავს. ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და შემ­დეგ 12 წელი ერ­თად ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მიყ­ვარს დღემ­დე, მაგ­რამ ახლა მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს და მე ჩემი. ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რომ მას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბის სპორ­ტულ შეკ­რე­ბა­ზე ჩავ­წე­რე.იხილეთ სრულად