ზელენსკი ოპტიმისტია - როდის პროგნოზირებს უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას?! - კვირის პალიტრა

ზელენსკი ოპტიმისტია - როდის პროგნოზირებს უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას?!

უკრაინა ელოდება, რომ ევროკავშირის წევრი იმაზე სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ბლოკის წევრი ქვეყნების ლიდერების უმეტესობამ გააფრთხილა ის, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ კიდევ 6-8 წელი რჩებოდა, მოლაპარაკებებიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე კი შეიძლება 10 წელი გავიდეს - დაახლოებით ამდენხანს გაგრძელდა ეს პროცესი სხვა ქვეყნებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ეტაპს გავივლით და უფრო სწრაფად ვიქნებით ევროკავშირში, თუ იგივე გზას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"