რუსებმა ოდესა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსულმა ჯარებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორსართულიანი სახლი დაინგრა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დაღუპულებს შორის 16 წლის მოზარდია.
კიპერის ინფორმაციით, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ოთხი ადამიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, სამი - ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. კიდევ ერთი მოქალაქე კი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასევე, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
"ინტერპრესნიუსი"