"არაადეკვატური ადამიანი რამდენიმე დღეა, ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან... ცდი­ლობ­და მან­ქა­ნის იმ კა­რის გა­ღე­ბას, სა­დაც ჩემი შვი­ლი იჯდა" - რას წერს მოქალაქე და რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს? - კვირის პალიტრა

"არაადეკვატური ადამიანი რამდენიმე დღეა, ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან... ცდი­ლობ­და მან­ქა­ნის იმ კა­რის გა­ღე­ბას, სა­დაც ჩემი შვი­ლი იჯდა" - რას წერს მოქალაქე და რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს?

მო­ქა­ლა­ქე ანი მღებ­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ამ­ბობს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სკო­ლის და ბა­ღის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და. მო­ქა­ლა­ქე კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ას ასა­ხე­ლებს სა­დაც ფაქ­ტი მოხ­და. ამ­ბობს, რომ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცი­აც, თუმ­ცა ეს პი­როვ­ნე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ჩათ­ვა­ლეს და გა­უშ­ვეს.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქის პოს­ტის შემ­დეგ თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ბა­ღე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­თებ­ში მშობ­ლე­ბი გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს აგ­ზავ­ნი­ან.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე მომ­ხდა­რის შემ­დეგ ქავ­თა­რა­ძე­ზე, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს."ცოტა გრძე­ლი ამ­ბა­ვი გა­მო­მი­ვა, მაგ­რამ სა­დაც საქ­მე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ეხე­ბა, ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კი­თხია. იმან, რაც დღეს გა­დაგ­ვხდა, ჩემი 9 წლის გო­გო­ნაც უკი­დუ­რე­სად შე­ა­ში­ნა და თავი ამ ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლად მაგ­რძნო­ბი­ნა!

დღეს დი­ლით, სა­ნამ ჩემს შვილს - 9 წლის ნა­ტას სკო­ლა­ში წა­ვიყ­ვან­დი, გზად დე­დამ­თილ­თან უნდა გა­მევ­ლო, და­მე­ტო­ვე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი. მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე სა­დარ­ბა­ზოს­თან შო­რი­ახ­ლოს, სა­დაც იმ დრო­ის­თვის არა­ვინ შე­მი­ნიშ­ნავს. მძღო­ლის მხა­რეს მან­ქა­ნის კარი ღია დავ­ტო­ვე, შე­ვე­დი სა­დარ­ბა­ზო­ში და წა­მი­ე­რად გა­მოვ­ბრუნ­დი - ლიფტს გა­ვა­ყო­ლე ნივ­თე­ბი. დაბ­რუ­ნე­ბულს, მან­ქა­ნა­ში მხვდე­ბა თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი, ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი და რო­დე­საც ვკი­თხე რა­ტომ ტი­რო­და, მი­მა­ნიშ­ნა ეზო­ში, მან­ქა­ნას­თან ახ­ლოს მდგომ პი­როვ­ნე­ბა­ზე და მი­თხრა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ცდი­ლობ­და მან­ქა­ნის იმ კა­რის გა­ღე­ბას, სა­დაც ჩემი შვი­ლი იჯდა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­მა გო­გომ მო­ი­ფიქ­რა და კარი ღი­ლა­კით ჩა­კე­ტა, კვლავ გა­აგ­რძე­ლა კარ­ზე ჯაჯ­გუ­რი და წინა კა­რებ­თა­ნაც გა­აგ­რძე­ლა იგი­ვე. გააგრძელეთ კითხვა