კადიროვმა რუს სენატორსა და ბიზნესმენს მტრობა გამოუცხადა - რა კავშირი აქვს ამას რუსეთის უმდიდრესი ქალის ოფისში მომხდარ სროლასთან?
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი სისხლის შუღლით დაემუქრა დაღესტნელ სენატორს და მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს, ასევე სახელმწიფო სათათბიროს ორ დეპუტატს - ბეხან ბარახოევს და რიზვან ყურბანოვს - ამის შესახებ მან რესპუბლიკის უსაფრთხოების ბლოკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კადიროვის მტკიცებით, ისინი მის მოკვლას გეგმავდნენ.
"თუ ისინი არ დაამტკიცებენ, რომ არაფერი აქვთ საერთო მკვლელობის შეკვეთასთან, მე ოფიციალურად ვაცხადებ სისხლის შუღლს ბარახოევის, კარიმოვის და ყურბანოვის წინააღმდეგ" - განაცხადა მან.
10:12 / 11-10-2024 მთავარ ფოტოზე: რამზან კადიროვი და სულეიმან ქერიმოვი რუსეთის ფეხბურთის თასის მატჩის დროს, 2011 წლის 1 მარტიჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი სისხლის შუღლით დაემუქრა დაღესტნელ სენატორს და მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს, ასევე სახელმწიფო სათათბიროს ორ დეპუტატს - ბეხან ბარახოევს და რიზვან ყურბანოვს - ამის შესახებ მან რესპუბლიკის უსაფრთხოების ბლოკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კადიროვის მტკიცებით, ისინი მის მოკვლას გეგმავდნენ.
"თუ ისინი არ დაამტკიცებენ, რომ არაფერი აქვთ საერთო მკვლელობის შეკვეთასთან, მე ოფიციალურად ვაცხადებ სისხლის შუღლს ბარახოევის, კარიმოვის და ყურბანოვის წინააღმდეგ" - განაცხადა მან.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოსკოვში Wildberries-ის ოფისში მომხდარი მოვლენები, სადაც 18 სექტემბერს სროლა მოხდა.
Wildberries-ის ოფისში კონფლიქტში მონაწილეობდნენ ჩრდილოკავკასიელები, მათ შორის "კადიროველები". დაპირისპირების მიზეზი გახდა რუსულ Amazon-ად წოდებული კომპანიის, Wildberries-ის დამფუძნებლის, ტატიანა ბაკალჩუკისა და მისი მეუღლის, ვლადისლავ ბაკალჩუკის ოჯახური და საქმიანი კონფლიქტი, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული აღმოჩნდნენ თვით ვლადიმირ პუტინი, რამზან კადიროვი და დაღესტნელი ოლიგარქი, სულეიმან ქერიმოვი.