"ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, აქ ყველაზე მთავარი მოსახლეობის განწყობაა ამ რადიკალების მიმართ" - რას აცხადებს კახა კალაძე? - კვირის პალიტრა

"ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, აქ ყველაზე მთავარი მოსახლეობის განწყობაა ამ რადიკალების მიმართ" - რას აცხადებს კახა კალაძე?

ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, სადაც უნდათ და ვისთანაც უნდათ შეიკრიბონ. ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ამ რადიკალების მიმართ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და მის გარშემო შეკრებილი ოპოზიცია, რეალურად ერთ, გარედან მართულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

„ესენი ყველანი ერთნი არიან, ვიცით, საიდან და როგორ იმართებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გუშინ შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომესთან იკრიბებიან, ხვალ-ზეგ კიდე ვიღაცასთან შეიძლება შეიკრიბონ. ამაზე არავინ არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.