"გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს საქართველოში არჩევნებში მოგების იმედი - ხედავენ, რომ ოპოზიცია არჩევნებს მძიმედ აგებს" - კვირის პალიტრა

"გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს საქართველოში არჩევნებში მოგების იმედი - ხედავენ, რომ ოპოზიცია არჩევნებს მძიმედ აგებს"

რეალურად „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს საქართველოში არჩევნებში მოგების იმედი, ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, „გლობალური ომის პარტიას“ ახლა აქცენტი პოსტსაარჩევნო პროცესებზე აქვს გადატანილი.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ასეთ პროცესებზე გავლენას „გლობალური ომის პარტია“ ახდენს. ის ფაქტი, რომ გადაიდო [ევროკომისიის დასკვნა] არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, ერთ რამეზე მეტყველებს, რეალურად „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს საქართველოში არჩევნებში მოგების იმედი, ხედავენ რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად შეიძლება აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო პროცესებზე. მე მგონია, რომ ამას უკავშირდება „გლობალური ომის პარტიის“ გადაწყვეტილება, ამ დასკვნის გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიას დასკვნა, რომელიც 20 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნებული, მისი გამოქვეყნება 30 ოქტომბრისთვის გადაიდო.