პუტინი შოლცს გაებუტა - რას აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი?!
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ გამოავლინა მზადყოფნა უკრაინის საკითხზე შუამავლობის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განხილვისთვის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„თავის მხრივ, უკრაინა მზადაა, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას“, - აღნიშნა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა პუტინის პოზიცია, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატივას უარყოფს.
„ის უარს ამბობს მშვიდობის მიღებაზე და ყოველ დღე აგზავნის კიდევ ერთ სიგნალს ომისა და ნგრევის სასარგებლოდ, ის ამ დღეებში გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისთვისაც კი არ არის მზად“, - აღნიშნა ბერბოკმა.
"ინტერპრესნიუსი"